დავით ჩხეიძემ ნარკოლოგიური დატოვა

09.03.26 01:45
დავით ჩხეიძემ ნარკოლოგიური დატოვა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, დავით ჩხეიძემ თაბუკაშვილზე მდებრე პოლიციის განყოფილება დატოვა. 

ჩხეიძე ამბობს, რომ ნარკოლოგიურში გადაყვანის შემდეგ, მას შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა და იმ ანალიზებით რაც ჩააბარა, ნარკოტიკების კვალი მის ორგანიზმში ვერ აღმოაჩინეს. 

აქციაზე ვიყავი, მეუღლემ და ბავშვებმა მომაკითხეს - სახლში უნდა წავსულიყავით. პაატა ალავერდაშვილი [ტატო] ფეხით უნდა წასულიყო და ვიფიქრე, რომ გავიყოლებ-მეთქი, რადგან ციოდა. რომ ჩავისვი მანქანაში, შევამჩნიე, რო პატრული მოგვდევდა. რამდენიმე ეკიპაჟი იყო. ავტომობილის გადაყენება მოგვთხოვეს. ჯერ შემამოწმეს ალკოტესტზე, რომელიც არ დადასტურდა. ამ დროს მოვიდა რამდენიმე თანამშრომელი და პაატას უთხრა რომ გადმოსულიყო მანქანიდან. იქვე დააკავეს, შეურაცხყოფა მოგვაყენაო. ჩემი თანდასწრებით ასეთი არაფერი გამიგია. შემდეგ მოვიდა კიდევ გამომძიებელი და მითხრა, რომ ნარკოტესტზე უნდა შევემოწმებინე. მოიტანეს ნარკოტესტი, შემამოწმეს, დიდხანს არ დაბრუნდნენ, თითქმის ნახევარი საათი. შემდეგ მობრუნდნენ და მითხრეს, რომ დადებითია ტესტიო, ამფეტამინზე.

გადმომიყვანეს ნარკოლოგიურში, შემამოწმეს დეტალურად, მაგრამ არ დადასტურდა ამ ეტაპზე. იმ ანალიზებით, რაც ჩავაბარე, არ დადასტურდა. მაგრამ ამას თან სდევს მთელი ის პროცედურა - თითის ანაბეჭდები, ფოტოს გადაღება, პერსონალური მონაცემების გამოთხოვა და ეს რას ემსახურება არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, იქვე შეიძლებოდა მეორე ტესტის გამოყენება, მით უმეტეს, როდესაც ოჯახთან ერთად ვიყავი. ახლა გადააგზავნეს კიდევ დამატებით ნერწყვი საკვლევად, სხვა ბიოლოგიური მასალა და წესით არ უნდა დადასტურდეთ. მე არასდროს არ მომიხმარია". - თქვა დავით ჩხეიძემ "პუბლიკასთან".

ადვოკატ ლევან გიორგაძის განმარტებით, განყოფილებაში ჩხეიძეს გაუკეთეს შარდის ნარკოტესტი, „აღმოჩნდა სუფთა”, რის საფუძველზეც გამოუშვეს.

„ველოდებით, რომ მოვა ექსპერტიზის პასუხი, რამდენიმე დღეში, თუ ისიც უარყოფითი იქნება, წარმოება შეწყდება. თუ დადებითი იქნება, რისი ალბათობაც ნულის ტოლია, სისლხისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდება”, – განაცხადა ადვოკატმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე უწყვეტის პროტესტის მონაწილეები, დავით ჩხეიძე და პაატა ალავერდაშვილი, პოლიციამ აქციიდან მიმავლები გააჩერა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე დააკავეს პაატა ალავერდაშვილი. რომელიც [არსებული ინფორმაციით, ის საგარეჯოს ოზოლატორში გადაჰყავთ]

ამის შემდეგ ნარკო და ალკო ტესტი ჩაუტარეს დავით ჩხეიძეს. Facebook live-ში, რომელიც პროცესს ასახავს, ისმის, როგორ ეუბნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს პოლიციელი, რომ "პასუხი დადებითია". მას შემდეგ, რაც დავით ჩხეიძე პოლიციელს პასუხობს, რომ ეს არის ტყუილი და მას ცხოვრებაში ნარკოტიკული საშუალება არასდროს მიუღია, პოლიციელი ეუბნება, რომ შემოწმებაზე ნარკოლოგიურში უნდა წავიდნენ.