პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს გიორგი ანწუხელიძის სტენსილის გაკეთების უფლება არ მისცა
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს გიორგი ანწუხელიძის სტენსილის გაკეთების უფლება არ მისცა.
- გუშინ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტები ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილის აღდგენას ცდილობდნენ, რა დროსაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.
გვიან ღამით, პოლიციელებმა სტენსილები დალუქეს, აქტივისტები კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ოთხივე მათგანი გაათავისუფლეს.
როგორც აქტივისტმა ცოტნე ჯაფარიძემ "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტა, პოლიციელებმა სტენსილის გაკეთების გამო ის, გიგლა ყანჩაველი და გიორგი ცქვიტინიძე ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად ცნეს.
ჩვენს გმირებს და ყველანაირ ქართულ სიმბოლიკას, რაც დაკავშირებულია პატრიოტიზმთან, ამას ყველაფერს რუსული მტავრობა ებრძვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ზუსტად 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, წაშალეს ყველა სტენსილი ერთად, რომელიც ვაკე-ვერას მიდამოებში იყო. ერთ-ერთი იყო სტენსილი, რომელიც ფილარმონიასთან არის. ჩვენი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის. გუშინ გვინდოდა მისი აღდგენა. მივედით ღამე, დავიწყეთ ამის გაკეთება, რა დროსაც მოვიდნენ ე.წ. სამართალდამცავები, სამი თუ ოთხი ეკიპაჟი იყო, გადაგვიყვანეს განყოფილებაში. ჩამოგვართვეს სტენსილები, პულივიზატორები და დალუქეს.
დაიწყო საქმის მსვლელობა, ეს ადმინსიტრაციული სამართალდარღვევაა და გადაეცემა თბილისის მერიას, რის შემდეგაც გამოგვიწერენ ჯარიმას. ზუსტად იგივე ხასიათის სტენსილების დახატვის გამო, ჯარიმა არაერტხელ დაგვაკისრეს"- თქვა მან.