ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია "ოცნების" დეპუტატებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

09.03.26 11:52
ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია "ოცნების" დეპუტატებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია "ქართული ოცნების" დეპუტატებს შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე.

"პირველებმა" გაარკვია, რომ დახურულ კარს მიღმა გამართულ საათნახევრიან შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებსაც. ამასთან, "ქართული ოცნება" უარყოფს, რმ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციას კითხვები არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დელეგაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებებითაც დაინტერესდა, რომელსაც "ოცნება" აქტიურად ახორციელებს. კითხვები დაისვა იმასთან დაკავშრებითაც, რატომ არ არის პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი. 

უპირველს ყოვლისა, დელეგაციას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ქმედებებთან თუ განვითარებებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-11 მოწვევის პარლამენტთან დაკავშრებით, რომელსაც ოპოზიციამ დემოკრატიის უარყოფით სცადა ძირი გამოეთხარა ქართული დემოკრატიისთვის მანდატების გაუქმების გზით. გვქონდა საუბარი საკანონმდებლო ცვლილებებზე და ა.შ.  ის, რაც, ზოგადად, დღის წესრიგში დგას ხოლმე, - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რომ ისინი საუბრობენ ყველა იმ მნიშვნელოვან და საწირობოროტო საკითხზე, რომელიც ახლა ქვეყანას აწუხებს.

ჩემთვის პატივია საქართველოს პარლამენტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ყოფნა. მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა, რომ საქართველოს ყველა წარმომადგენელთან თვეების განმავლობაში გამართული საუბრების შემდეგ, ახლა კი ამ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, რომლის განხორციელებაც პრეზიდენტს შეუძლია და ჩვენ გვექნება შეხვედრები ყველა მხარესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან,ოპოზიციის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან გულწრფელი შწხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ ვსაუბეობთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე და ამ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, თუ ნებას მომცემთ, პრესკონფერენციას გავმართავთ, სადაც შედეგებს შევაჯამებთ. ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ამ ქვეყანას აწუხებს და ხვალ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა. 

ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია ამ წუთებში პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებს ხვებიან.  

ცნობილია, რომ შეხვედრები ასევე გაიმართება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან და მთავრობის წევრებთანაც. 

მსგავსი სიახლეები