უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წელს საქართველოში უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, წლის ბოლომდე ქვეყანას კიდევ 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება.
წელს გვაქვს ჩვენ უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა, მთელს რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით. 9 თვის მონაცემებით 11.3. % არის ეკონომიკური ზრდა. ამის გარდა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით წლის ბოლომდე, ამ წელს გვექნება მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდ შედგენს და ეს არის ისტორიული მაქსიმუმი. ასევე მინდა ვთქვა, რომ პირველად მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით შეადგენს 5500დოლარს, რაც, რა თქმა უდნა, მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი სახსრები გაგვიჩნდება ბიუჯეტში, მეტი შემოსავალი გაგვიჩნდება, მეტ პროექტებს დავაფინასებთ და ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ, ჩვენ ძალიან ოტიმისტური განწყობები გვაქვს და მომდევნო წელიც იქნება ასევე ძალიან პოზიტიური, - განაცხადა ღარიბაშვილმა.