ალექსანდრე ჭიკაიძე სასამართლოში მიჩივის და ჩემგან 50 000 ლარის გადახდას ითხოვს - ლაშას ფარულავა
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე ლაშა ფარულავას სასამართლოში უჩივის და ენმ-ს წევრისგან 50 000 ლარის გადახდას ითხოვს.
საქმე ფარულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, როდესაც ყოფილ ძალოვანს ის კორუფციულ გარიგეგებში და ე.წ. ქოლ ცენტრებთან კავშირში ამხელდა.
ფარულავამ ამ თემაზე საგანგებო განცხადება დღეს სასამართლში გააკეთა.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრია, სასამართლოში მიჩივის, ჩემგან 50 000 ლარის გადახდას ითხოვს. სარჩელი უკავშირდება მედიაში არაერთხელ გაშუქებულ კორუფციულ ფაქტებს - ე.წ. ქოლცენტრების შესაძლო მფარველობას, მათთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას და ამ საქმიანობიდან სავარაუდოდ მიღებული სარგებლის ბიზნესში დაბანდების შესაძლო სქემებს. მე და ჩემი მეგობრები უკვე წლებია ვითხოვთ ამ საკითხებზე გამოძიების დაწყებას. მათ შორის, საჯაროდ არაერთხელ დავსვით კითხვა ალექსანდრე ჭიკაიძის შე⅞საძლო ფინანსურ კავშირზე ავიაკომპანია GeoSky-სთან, რომელიც კახელ ბიზნესმენს ეკუთვნის და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასთან ასოცირდება. საგულისხმოა, რომ ამ კორუფციული ამბის გაშუქების გამო, ჭიკაიძემ სასამართლოში სარჩელი არა მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და გადაცემა „დროების“ წამყვანების წინააღმდეგაც შეიტანა. სიმბოლური არის, რომ დღეს კრიტიკული კითხვის დასმის გამო სასამართლოში გვიჩივის ადამიანი, რომელიც შს მინისტრობის დროს თალიბანს პიროვნებისგან ვერ არჩევდა, თუმცა მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ოლიგარქივით გამდიდრდა. ეს საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ ცდილობს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფი სასამართლოს გამოყენებას კრიტიკული ხმის დასაშინებლად და ჩასახშობად. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ სისტემის, რომელიც წლებია შენდება საქართველოში და რომლის მთავარი ბენეფიციარიც ბიძინა ივანიშვილია“, - განაცხადა ფარულავამ.