სააპელაციომ მესამე პრეზიდენტს 9 მლნ ლარის დაბრუნება დაავალა - გაყიდიან თუ არა მიხეილ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტს
სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სახელმწიფოს უნდა აუნაზღაუროს იმ ხარჯების ღირებულება, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო დაფარული. საუბარია მათ შორის 6 პიჯაკის, ქაშმირის პალტოს, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გასვენებისთვის შეძენილი თაიგულისა და დონალდ ტრამპის გამასპინძლებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე.
საქმე დაახლოებით 9 მილიონ ლარს ეხება. თუმცა, როგორც ირკვევა, სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება - კახეთში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ვენახები, შესაძლოა, ამ თანხის სრულად დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდეს.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა, როგორ გეგმავს საგამოძიებო სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და რა მექანიზმებით მოხდება აღნიშნული თანხის ამოღება.
საგამოძიებო უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. „ტვ პირველის“ კითხვაზე, რა გზით იგეგმება დაახლოებით 9 მილიონი ლარის ამოღება და რომელ ქონებაზე შეიძლება გავრცელდეს აღსრულების პროცესი, უწყების წარმომადგენლებმა კონკრეტული პასუხი არ გასცეს.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.