“ოცნებას“ პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლება ვადამდე მაინც მოუწევს - ეკა მიშველაძე
“ქართულ ოცნებას“ მაინც მოუწევს პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლება ვადამდე, რაც მოითხოვა კიდევაც დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რასაც მოთხოვს ასევე ევროსაბჭო და რეზოლუცია იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს არ უნდა, რომ გაიგონ სიმართლე ჩვენმა მეგობრებმა, თუმცა ეს სიმართლე მაინც არ დაიმალება.
“ქართულ ოცნებას“ მაინც მოუწევს პოლიტპატიმრების და სინდისი პატიმრების გათავისუფლება ვადამდე, რაც მოითხოვა კიდევაც დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რასაც მოთხოვს ასევე ევროსაბჭო და რეზოლუცია იქნება. ივანიშვილს არ უნდა, რომ გაიგონ სიმართლე ჩვენმა მეგობრებმა, თუმცა ეს სიმართლე მაინც არ დაიმალება. მთელმა მსოფლიომ, ცივილიზებულმა სამყარომ იცის, როგორი ავტორიტარული რეჟიმია დღეს საქართველოში და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს და ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, - განაცხადა მიშველაძემ.
ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კრიზისს განმუხტავს მხოლოდ პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნები.
უსამართლობა უნდა დასრულდეს ქვეყანაში და ამისთვის უნდა გაკეთდეს ორი რამ: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა, მხოლოდ პოლიტიკური ალიანსი და ერთობა, ჩემი აზრით, არ არის საკმარისი, რომ თუნდაც გაიზარდოს და გაძლიერდეს საპროტესტო ტალღა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით- არააღიარება, შეუგუებლობა და პროტესტი,- განაცხადა მიშველაძემ.
მიშველაძის თქმით, მიდის მუშაობა საზოგადოებრივ - პოლიტიკური ალიანსი შეიქმნაზე, რომელშიც ის ადამიანები და ჯგუფები გაერთიანდებიან, რომლებმაც “პროტესტი მხრებით მოიტანეს დღვანდელ დღემდე“.
არიან ადამიანები, ჯგუფები დიდი და მცირე, რომლებიც 2 წელია ქუჩაში დგანან და მათ მხრებით მოიტანეს ეს პროტესტი. უნდა მოხდეს ამ ჯგუფების გაერთიანება და მიდის ეს მუშაობა. ასევე მიდის მუშაობა იქითკენ რომ დიდი საზოგადოებრივ - პოლიტიკური ალიანსი შეიქმნას,- აღნიშნა მან.