რას ითხოვს "ოცნება" სინდისის პატიმრებისგან?

11.03.26 13:32
რას ითხოვს "ოცნება" სინდისის პატიმრებისგან?

რატომ არ შეუშვეს სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებთან ეუთოს წამორმდგენლები? - "ოცნებაში" ამ საკითხზე არ საუბრობენ. არჩილ გორდუილაძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ დელეგაციას პატიმრების მდგომარეობის შესახებ შეეძლოთ ინფორმაცია სახალხო დამცველისგან მიეღოთ. 

ასაბლეის წარმომადგენლები შეხვდნენ სახალხო დამცველს და შესაბამისად, მისგან შეეძლოთ რომ მოესმინათ, კონკრეტულ პატიმრებთან, მათ უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია. ხოლო რატომ უნდოდათ, რომ შესულიყვნენდ ა ეს ხომ არ იქნებოდა კონკრეტული, ამ ასამბლეაში შემავალი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის - მათ შორის epp-ის წარმომადგენლის  მხრიდან მხარდაჭერის გამოცხადება დანაშაულში მხილებული თუ ბრალდებული პირების მიმართ, ეს საკითხავია, რომელსაც საზოგადოება გასცემს პასუხს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

"ოცნების" წარმომადგენლებს დღეს კითხვა "პირველებმა"  პოლიტიკური პატიმრების გათვისუფლებაზეც დაუსვა - ივანიშვილის გუნდში ისევ ამბობენ, რომ მათ "ჩადენილი უნდა მოინანიონ" და შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართონ. 

შეწყალების თაობაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ის დაინახავს, რომ ეს ადამიანები იაზრებენ ამ ძალადობის უარყოფით შედეგებს, მე ბევრ რამეზე დავფიქრდები... მაგრამ, თუ ვინმე აქვს ისეთი ტიპის განცხადებები, რომ ერთი სული მაქვს გარეთ გამოვიდე, რომ უარესი - ადრე თუ ერთი მოლოტოვის კოქტეილი მქონდა, ახლა სამს დავამზადებ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ასე ვერ წავა"- ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. 

მონანიებაზე საუბრობს არჩილ გორდულაძეც. მანაც, შარმანაშვილის მსგავსად თქვა, რომ სინდისის პატიმრებმა საპროცესო შეთანხმება ან მიხეილ ყაველაშვილისგან შეწყალება მხოლოდ მონანიების შემდეგ შეიძლება მიიღონ.

გორდულაძე დღეს ასევე ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ "ოცნება" მართლმსაჯულებაში არ ერევა და რომ გადაწყვეტილებებს სასამართლო დამოუკიდებლად იღებს. 

ევროსაბჭოსთვის არის თუ არა მთავარი კანონის უზენაესობა? რა თქმა უნდა - ეს ასე უნდა იყოს. მაშინ, როცა სისხლის სამართლის საქმეები არის - ან გამოძიება, ან მიმდინარეობს პროცესები, ან განაჩენები დამდგარია, მაშინ "ოცნებამ" როგორ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ან პროკურატურაზე, ან სასამართლოზე და დაავალდებულოს ამ პირების გათავისუფლება, რაც შეუძლებელია რომ მოხდეს.

რაც შეეხება კონკრეტულად შეწყალების ნაწილს, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. მართლმსაჯულებაში ჩარევა გამორიცხულია ჩვენი "ოცნების" გუნდის მიერ, იმიტომ რომ ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ 2012 წლიდან, რომ პოლიტიკური ზეწოლები მართლმსაჯულებაში არ უნდა განხორციელდეს. დამნაშავეს აქვს მათ შორის უფლება, რომ გაიაზროს თავისი დანაშაული, შესაბამისად მიმართონ იმ პირებს, რომლებსაც ხელეწიფებათ, რომ გადაწყვეტილება მიიღონ - იქნება ეს საპროცესო შეთანხმება თუ შეწყალება",- აცხადებს არჩილ გორდულაძე. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პერე ჟოან პონს სამპიეტდროს განცხადებით, "ოცნების" ხელისუფლებას სთხოვეს პატიმრების, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის, მონახულების შესაძლებლობა, თუმცა მთავრობამ ამ მოთხოვნაზე უარით უპასუხა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, ეუთოს წარმომადგენლებმა სთხოვეს საკითხის ხელახლა განხილვა და აღნიშნეს, რომ არსებული ვითარება, რაც ადგილზე ნახეს, მინიმუმ, აიძულებს ხელისუფლებას პატიმრების შესაძლო გათავისუფლებაზე დაფიქრდეს