ჯუანშერ ბურჭულაძეს ხელი ოქროს მოწმემ დაადო - იქნება თუ არა ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო გარიგება?

12.03.26 20:27
ჯუანშერ ბურჭულაძეს ხელი ოქროს მოწმემ დაადო - იქნება თუ არა ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო გარიგება?

ჯარის ძარცვის საქმეზე მთავარმა მოწმე, ხელი მინისტრს პირდპაირ სასამართლო დარბაზში დაადო. თავდაცვის სამინსიტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დღეს პროცესზე, დაკითხვის დროს თქვა, რომ უშუალოდ მინისტრი ავალებდა, რომელი კომპანიებისგან უნდა შეეძინა გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის ტექნიკა. ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე სიგნალის დაცული აპლიკაციით ურეკავდა ჯარის ფულის ხარჯვაზე პასუხისმგებელ პირს და უკანონო დავალებებს აძლევდა. 

ერთ დროს ჯუანშერ ბურჭულაძის სანდო კაცმა დღეს პროცესზე ექს-მინისტრს მხილების სერია მოუწყო. ვლადიმერ ღუდუშაური მოსამართლის წინაშე ამტკიცებდა, რომ რომ არა ფულის მოპარვის ინტერესი, სახელმწიფო თანხებს დაზოგავდა.

თავდაცვის სამინისტროში არსებობს კომისია, რომელიც უნდა შეკრებილიყო და ემსჯელა ვისგან, რამდენად და რა ტექნიკა უნდა ეყიდათ, მაგრამ დღეს კაცმა, რომელიც ამ კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, თქვა, რომ ეს ფორმალობაა და რეალურად ყველაფერს მინისტრი ბურჭულაძე წყვეტდა.   

ვლადიმერ ღუდუშაურის დღევანდელი განცხადებები შესაძლოა, ახალი გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს.

ლიზა ლასარეიშვილი ხმაურიანი სასამართლოს დეტალებით