ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამომძიებელი 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა

12.03.26 21:38
ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამომძიებელი 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამომძიებელი, გიორგი ავალიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 საათის განმავლობაში პასუხობდა პროკურორისა და ადვოკატების შეკითხვებს.

ეს ის გამომძიებელია, ვინც მკვლელობის დღიდან ჩაიბარა რეზონანსული საქმე.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროცესი მალევე დახურა და სხდომა ცარიელ დარბაზში გაგრძელდა.

კითხვები გამომძიებელს ბრალდებულმა გიორგი მიქაძემაც დაუსვა. გიორგი ავალიშვილი გახმაურებულ საქმეზე  პროკურატურის ბოლო მოწმე იყო.