რუსთაველზე პოლიციელებმა მოქალაქეები გაჩხრიკეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციელები მოქალაქეებს ჩხრეკდნენ. მოქალაქეების და მედიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავებმა გააჩერეს ისინი, ვინც ზურგჩანთით გადაადგილდებოდა.
რუსთაველის გამზირზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის წინ ოპოზიციის ალიანსის ლიდერები ეუთო/ოდირის ანგარიშს სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიორიაზე ჩატარებული ბრიფინგით გამოეხმაურა.