ივანიშვილი ვამპირია, ვამპირებს მზის შუქის ეშინიათ, ამიტომ საქართველოში უნდა განათდეს - ლევან ხაბეიშვილი
ივანიშვილი ვამპირია, ვამპირებს მზის შუქის ეშინიათ, ამიტომ საქართველოში უნდა განათდეს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლეცვან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დღეს სხდომათა დარბაზში "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული საერთაშორისო აქტი აუცილებლად ამოქმედდება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც "რეჟიმს ემსახურება".
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც თავადაც სასტიკად გაუსწორდნენ ქუჩებში, ელოდება რომ სწორედ ეს დასკვნა აიძულებს ივანიშვილის პარტიას, მასზე მოძალადეების დასჯასაც.
ერთ დღეს დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - თქვა ცოტა ხნის წინ საკუთარ პროცესზე ხაბეიშვილმა.
მოსკოვის მექანიზმის ამუშავება პირდაპირ არის მიბმული პოლიტპატიმრებზე, ჩემს საქმეზეც პირდაპირ შემხებლობაშია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მძიმე დღეები უდგას სახელმწიფოს. ეს მოსკოვის მექანიზმი აღარაა რეზოლუცია, რომელიც შეგონებაა რომელიმე ხელისუფლებისთვის. ეს არის სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება მათ მიმართ, რომელიც ემსაუხება რეჟიმს. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი.
თუ ვინმეს გონია დიდ ბრიტანეთზე იქირქილოს და სერიოზულად თუ წარმოუდგენიათ რომ შარმანაშვილი , ზარქუა ვოლსკი აგდებულად უნდა ლაპარაკობდეს ევროპაზე. ჩვენი ხელისუფლება ტაჯიკეთში დარბის და ევროპაში რომ ჩავიდეს ვიზა სჭირდება.
მე უნდათ გამასამართლონ იმ გდდ-ს პირებისადმი დაპირების გამო, რომელმაც აქეთ დამალეწა თავ-ყბა და 27 წუთის გამო მე მაწამა.ეს აღარაა პოლიტიკური განცხადებები. ეს დაწერა უკვე ეუთომ, რომ ეს არის ადამიანებსი სისტემური წამება.
მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ხალხს სასამართლოში მოსვლის არ ეშინია. ეს მექანიზმი არის გაფრთხილება კონკრეტული უწყებებისთვს - თქვენ ეთამაშებით ადამიანების ბედს. ეს არაა სახუმარო ამბავი.
სასამართლოს ვეკითხები - ფარცხალაძეზე რომ თქვა ამერიკამ აგენტია, მთელი ხელისუფლება გადაეფარა. თქვენ მართლა გგონიათ, ამერიკი და ბრიტანეთის დაზვერვა ზარქუას დასაცინია? ეს არ არის ქაღალდები, ამაზე დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მე მინდა ისრაელელებს გადასცეთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ირანი დიდი ხანია ემუქრება ისრაელს. ისრაელს არ აქვს უფლება დაიცვან თავი? გადაეცით პირადად ჩემგან ისრაელის ელჩს ჩემი სოლიდარობა.
ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა მოახერხა ერთი ძალიან მარტოვი რამ - რომ სიკეთის ბრძოლაში ბოროტებაზე ამერიკა დაწინაურდა. ასადი დაეცა მას შემდეგ რაც, უკრაინელები გმირულად ბრძოლებენ. ირანი ეცემა მაშინ, როცა უკრაინა იბრძვის ბოლომდე. და კი საქართველოს დაკარგავს აუცილებლად..... ().
ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი და იცით, ასეთი ვამპირი ვისაც ეკარება, ყველას წოვს სისხლს. ვამპირებისთვის არის ერთი გამოსავალი. ვამპირს ეშინია დღის სინათლის, მზის შუქის. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ მგონია, რომ საქართველოში უნდა გათენდეს იმისთვის, რომ ბოროტება დამარცხდეს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
დღეს ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე სასამართლოს ჩვენება სუს-ის ოპერატიულმა მუშაკმა, ბესიკ ჭიკაიძემ მისცა.
მისი განმარტებით, ის გამომძიებლებთან ერთად ვაჟა-ფშაველას 45-ში იმყოფებოდა, სადაც ხაბეიშვილი ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრად იყო. ჭიკაიძემ ზოდელავასა და ხაბეიშვილის დაკავების პროცესზე ისაუბრა.
სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილზე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგებით მოეკიდა ყველაფერს, პიროვნულად კარგი შეფასება მინდა მივცე მას. მურთაზ ზოდელავა რომ არ ყოფილიყო, მისი დაკავება მშვიდ ვითარებაში მოხდებოდა“, - განაცხადა ჭიკაიძემ.
სასამართლოში ჩვენება მისცა სუს-ის კიდევ ერთმა ოპერატიულმა მუშაკმა ლაშა ნონიაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი იქით აწყნარებდა ზოდელავას, რომ დამშვიდებულიყო და მუშაობაში ხელი არ შეეშალა. თანამშრომლებმა ზოდელავას მოუწოდეს მობილური ტელეფონი მიეცათ, რასაც ის წინააღმდეგობას უწევდა და ხელს უშლიდა გამომძიებლებს. ტელეფონის გამორთმევის შემდეგ ზოდელავა წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებდა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ნონიაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.