შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ ეუთოს ანგარიში „ფეიკია“ და პასუხს მისი ავტორები აგებენ

13.03.26 13:26
შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ ეუთოს ანგარიში „ფეიკია“ და პასუხს მისი ავტორები აგებენ

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშს "ფეიკს" უწოდებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე არ წარდგება და პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს დაეკისრებათ, ვინც „ტყუილებს იგონებენ“.

შარმანაშვილი აცხადებს, რომ "ოცნება" ანგარიშში მოცემულ მოთხოვნებს არცერთ შემთხვევაში არ დაეთანხმება.

ბიძინა ივანიშვილი კი არ წარდგება ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, ის ადამიანები აგებენ პასუხს, ვინც ამ ტყუილებს იგონებენ. შეიტანონ ეს მასალები და იმაზე უარესად დამთავრდება, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოში მთავრდებოდა. წაიკითხეთ თქვენ თვითონ რის გაუქმებას გვთხოვენ - არ გავაკეთებთ, ეს არის გამორიცხული. ეს არის ჩვენი ხალხის სულისკვეთებიდან გამომდინარე და არა მარტო ქრისტიანებისა, რომლებიც ამ სახელმწიფოში ცხოვრობენ, წადით, აბა, ჰკითხეთ, ამას დაეთანხმებან თუ არა ისლამის მიმდევრები საქართველოში. ეს არის ერთი ფეიკ, არაფრისმომტანი დასკვნა, რომელსაც ჩვენ არ ავყვებით. დანარჩენი მოგახსენეთ, რომელ საერთაშორისო სასამართლოშიც უნდათ, იქ მივაკითხავთ, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. 

ასევე ნახეთ:

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.