"მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას. ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს" - ელენე ხოშტარია

13.03.26 20:36
"მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას. ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს" - ელენე ხოშტარია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს, რომ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში ახალ რეალობას ქმნის - "ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს". 

მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშით, "ქართული ოცნება" არალეგიტიმურად და საერთაშორისო ბრალდებულად ცნეს". ხოლო ქართველ ხალხს მისცეს რეჟიმის პასუხისგების კონკრეტული და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი.

უდიდესი გარღვევა მოხდა. და ეს გარღვევა ხალხის სიჯიუტემ, პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობოების მუშაობამ მოიტანა. მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას. ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს. უფრო კონკრეტულად:

  1. "ქართული ოცნება" არალეგიტიმურად და საერთაშორისო ბრალდებულად ცნეს. აღიარება-არაღიარება კი არა, "ქართული ოცნება" პოლიტიკის მიღმა, დამნაშავეების გვერდით აღმოჩნდა. ასეთების ადგილი კი სასამართლოებში, მათ შორის ჰააგაშია.
  2. ქართველ ხალხს მისცეს რეჟიმის პასუხისგების კონკრეტული და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი.
  3. შეიცვალა ძალთა ბალანსი ჩვენსა და რუსულ ოცნებას შორის. მოძალადის წინააღმდეგ მოგვცეს სამართლიანი ძალის იარაღი!

ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციის ალიანსზეა, ოპტიმალურად რომ გამოვიყენოთ ყველა ეს ბერკეტი ცვლილებების მოსატანად," - წერს ელენე ხოშტარია. 

ასევე ნახეთ:

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.