კობახიძე აღიარებს, რომ ძალოვანების მხრიდან "დანაშაულებრივი გადაცდომები" იყო

14.03.26 15:21
კობახიძე აღიარებს, რომ ძალოვანების მხრიდან "დანაშაულებრივი გადაცდომები" იყო

 

 

 

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ ძალოვანების მხრიდან "დანაშაულებრივი გადაცდომები" იყო - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა  "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

"ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ ამ ძალოვნების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

კობახიძემ დღეს დაასახელა, ლევან ხაბეიშვილზე, ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ერთ-ერთ ახალგაზრდაზე და ლეონიძის ქუჩაზე ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმის ეპიზოდები და თქვა, რომ ჩიხლაძის და შეწირულის გარდა სხვა შემთვევებში თავდასხმა სწორედ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მეირ განხორციელდა. 

პირველ რიგში რაც შეეხება წამებას, წამება არის მტკნარი სიცრუე. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის დანაშუალებრივ გადაცდომებს აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვრ მოხდა, თუმცა ჩვენ, უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს და მათ შორის ამ მიღებული ზომებსი შედეგია 4 ოქტომბრის შედეგები. 4 ოქტომბერს ერთ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ მიმართულებით, შესაბამისად შენიშვნა, რაც არის გამოთქმული ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის მხედველობაში მისაღები. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მომავალშიც იქნება მიღებული.

("პირველების" ჟურნალისტი: პრაქტიკული პრობლემა ახსენეთ, რას გულსიხმობთ?)  იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა კონკრეტული ადამიანების.

("პირველების" ჟურნალისტი: გადაცდომაში ვის ან რას გულისხმობთ?)

იყო კონკრეტული ჟურნალისტის შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდის შემთხვევა, იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსის შემთხვევა და ეს იყო გადაცდომაზე მეტი, სავარაუდოდ. რომ არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ეს იყო თავისი შინაარსით დანაშულებრივი გადაცდომები და ინციდენტები, თუმცა ვერ მოხერხდა კონკრეტული პირების იდენტიფიცირება.

როგავა, ხაბეიშვილი, ერთ-ერთი ახალგაზრდა იყო და მეოთხე შემთვევა იყო ლეონიძის შემთვევა (მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის) შემთხვევა - ამ შემთხვევაში ჩვენ პოლციელებთან არ გვქონდა საქმე. ამ შემთვევაში ძალადობა განხორციელდა არაძალოვანი სტრუქტურების მიერ. დანარჩენ 4 შემთხვევაში მკაფიოდ ჩანდა, რომ იყვნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები", - განაცხადა კობახიძემ.