"ლელო" ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს

15.03.26 18:26
"ლელო" ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს

"ლელო" ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. ამის შესახებ ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

კუპრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური გარემოსა და შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე აუცილებელია ფართო პოლიტიკური დიალოგის დაწყება, რათა სახელმწიფომ შეძლოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირება.

კუპრაძის განცხადებით, „ლელო“ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის პასუხისმგებლობიანი მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს, რაც, მისი შეფასებით, ერთადერთი გზაა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების დეესკალაციისა და დემოკრატიული პროცესების აღდგენისთვის.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ არსებული კრიზისიდან გამოსავალი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. ამასთან, „ლელოში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც.

დღეს საქართველოს ირგვლივ შექმნილია უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური ვითარება. რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს უშუალო სიახლოვეს შეიარაღებული კონფლიქტები მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს და საქართველოს ახალი, სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.
 

ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყნის შიგნით არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო ასუსტებს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და ამცირებს ქვეყნის შესაძლებლობას ეფექტურად უპასუხოს გარე საფრთხეებს.
 

სამწუხაროდ, არსებული ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა იმ პოლიტიკის შედეგად, რომელმაცსაქართველო სტრატეგიული პარტნიორებისგან ფაქტობრივად იზოლირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობადა განვითარება კი შეუძლებელია ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერისა და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. 
 

საქართველო ამ საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე. 
 

ამ ფონზე საგანგაშოა, რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მხოლოდ ღრმავდება. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ასობით მოქალაქე, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივები, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა და, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლა კიდევ უფრო ამძაფრებს კრიზისს.  
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნამ დაადასტურა საქართველოში არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი ღრმა კრიზისი; ეს დასკვნა არის საერთაშორისო საზოგადოების ვერდიქტი „ქართული ოცნების“ მიმართ და პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კურსის პირობებში, სტაბილური და ევროპული მომავლის მქონე მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერსპექტივა არ არსებობს.

 

ამ ყველაფერმა შეიძლება მიგვიყვანოს იმ ვითარებამდე, როდესაც გამოსავალის მოძებნა, პოლიტიკური ნების არსებობის პირობებშიც კი, უკვე შეუძლებელი გახდეს. 
 

ასეთ ვითარებაში ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები მოითხოვს პოლიტიკური დაპირისპირების სწრაფ დეესკალაციას და პასუხისმგებლობიან, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს.
უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებული უმძიმესი გამოწვევების ფონზე, დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული კონსოლიდაცია და ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური სისტემა.
დღეს საქართველოს სჭირდება, რომ დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ზეორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით. 

 

აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და იმოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებთრეალობის გაყალბებისა.
 

არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივიგამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტოარჩევნების გამართვაზე. ახალი არჩევნები არისერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაშიპოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების დასაქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოსშექმნის.  
 

ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 
 

ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს — საქართველოს მოქალაქეებს! ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს შექმნილ ურთულეს საერთაშორისო გარემოში, ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე, შეუძლებელია.
 

„ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის, პასუხისმგებლობით იმოქმედოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისთვისაც საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატიაუმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.
 

ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისში, რომელშიც ქართული სახელმწიფო მისიდ ამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე აღმოჩნდა, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "ლელო - ძლიერ საქართველოში" ლიდერების შეხვედრა გაიმართა.