ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ დოკუმენტის სანდოობა და ვალიდურობა ეჭვქვეშ ვერ დადგება და მისი გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. მისივე თქმით, ანგარიშის მომზადების მოკლე ვადაც თავად მოსკოვის მექანიზმითაა განსაზღვრული, რათა ეუთომ წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე სწრაფად მოახდინოს რეაგირება.
ბარამიძე: ქოცების განცხადებები „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე პროპაგანდისტული რიტორიკაა
თვითონ მოსკოვის დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა მოსკოვის მექანიზმი, იქ წერია, რომ დასკვნა უნდა მომზადდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ არა უგვიანეს სამი კვირისა. ქოცებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს ძალიან მოკლე პროცედურაა და მოკლეა იმიტომ, რომ ეუთომ და მისმა წევრმა ქვეყნებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ ადამიანური განზომილების მხრივ პრობლემებზე ამა თუ იმ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ხანოკლეობა ეს არის განსაზღვრული თითონ მოსკოვის მექანიზმით. რაც შეეხება პოლონელ ექსპერტს, იგი არის შერჩეული იმ ექსპერტთა სიიდან, რომელიც ოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ისედაც თავისთავად არსებობს. წინარე რამე ინტერესთა კონფლიქტი აქ უბრალოდ არ არსებობს. და ბოლოს, არ არსებობს რაიმე პროცედურა და მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ამ დოკუმენტის ვალიდურობა და სანდოობა. მას ვერ გააპროტესტებ, მის წინააღმდეგ ვერავითარ საჩივარს ვერ შეიტან და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქოცების მთელი ეს რიტორიკა ეს არის ჰაერში ნასროლი სიტყვები, პროპაგანდისტული ილეთი გათვლილი თვითონ ქოცებზე და მეტი არავისზე, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.