გაუარესებული მდგომარეობა საქართველოში ჩვენი შეშფოთების საგანია - ბუდრისი

16.03.26 13:10
გაუარესებული მდგომარეობა საქართველოში ჩვენი შეშფოთების საგანია - ბუდრისი

 

 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტეი კესტუტის ბუდრისი აცხადებს, რომ საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული მდგომარეობა და „აგენტების კანონის“ ბოროტად გამოყენება ევროკავშირში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს ისაუბრა.

ბუდრისის თქმით, მინისტრები იმსჯელებენ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას არსებული ვითარების საპასუხოდ.

გაუარესებული მდგომარეობა საქართველოში ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი შეშფოთების საგანია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დისკუსიაც გვექნება. ე.წ. აგენტების კანონის ბოროტად გამოყენება ქვეყნის დემოკრატიულ სტატუსზე ძალიან ღრმა შეშფოთებას იწვევს, ამიტომ მოუთმენლად ველოდები, ვისაუბრო ჩემს კოლეგებთან ამ საკითხზე, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი.

ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც მოხვდა.

ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ მოხსენება საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.

ევროკავშირის პირველი დიპლომატების დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ეუთოს სპეციალურმა მომხსენებელმა მძიმე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ქართველი მოქალაქეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

ანგარიშში ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ აღნიშნული საქმეების გამოსაძიებლად მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს.