"ოცნების" მთავრობას არც ქვეყანა და არც ხალხი მიჰყავს ევროპული გზით - ბრაჟე
"ოცნების" მთავრობას არც ქვეყანა და არც ხალხი არ მიჰყავს ევროპული გზით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ბაიბე ბრაჟეს იმედოვნებს, რომ საბოლოოდ სწორედ ქართველი ხალხი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უზრუნველყოფს.
საქართველოში არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვიცით რა სურს ქართველ ხალხს და რას იმსახურებს, მაგრამ ამ მთავრობას არც ქვეყანა და არც ხალხი არ მიჰყავს ევროპული გზით. ჩვენ სრული ნდობა გვაქვს, რომ ქართველ ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და შეასრულებს ევროპისადმი ვალდებულებებს, იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს, - განაცხადა ბრაჟემ.
ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც მოხვდა.
ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ მოხსენება საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.
ევროკავშირის პირველი დიპლომატების დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ეუთოს სპეციალურმა მომხსენებელმა მძიმე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ქართველი მოქალაქეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
ანგარიშში ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ აღნიშნული საქმეების გამოსაძიებლად მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს.