ვინ ლობირებს ქსელური მარკეტების ბიზნესს? - დაპირისპირება ფასების კომისიის სხდომაზე

16.03.26 20:47
ვინ ლობირებს ქსელური მარკეტების ბიზნესს? - დაპირისპირება ფასების კომისიის სხდომაზე

ფასების კომისიაზე სიტუაცია დღეს რამდენჯერმე დაიძაბა - ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქსელური მარკეტის დეილი ჯგუფის წარმომადგენელი ღარიბაშვილის მთავრობასთან გარიგებაში ამხილა. გახარიას პარტიის წევრი ამტკიცებს, რომ "მაგნიტის", "გვირილას", "დეილის", "სპარის" და "იოლის" მფლობელებს ღარიბაშვილის მთავრობასთან დალაგებული ჰქონდათ და პრობლემები არ ექმნებოდათ.

მანამდე კი იყო პრეტენზიები "ნიკორას" გენერალურ დირექტორთან - საპენსიო სააგენტომ ხალხის ფულით სწორედ ამ ქსელური მაღაზიის ობლიგაციები შეიძინა - ეს გარიგება ოპოზიციისთვის შესაძლო კორუფციის ნიშნების შემცველია.

პრეტენზიები აქვს ბიზნესსაც - "ორი ნაბიჯის" გენერალურმა დირექტორმა დეპუტატებს ჰკითხა, რატომ შეჩერდა იმ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ბანკის საკომისიო გადასახადს შეამცირებდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

ფასების შემცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია - ამბობს ბიზნესი და გამოსავლად ლოჯისტიკური ცენტრების გაფართოება წარმოუდგენია.

ბიზნესი დღეს ცალსახად ამბობდა, რომ ამ ეტაპზე პროდუქტის გაიაფება შეუძლებელია - ამის საპასუხოდ "ქართული ოცნება" საკონტრაქტო პირობების დარეგულირებას აანონსებს.

რამდენად სწორია, თუ სახელმწიფო ჩაერევა და საკონტრაქტო პირობებს განუსაზღვრავს კომპანიებს? - ბიზნესი ამას კრიტიკულად აფასებს, თუმცა ჯერ ისევ "ოცნების" წინადადებას ელოდებიან.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში