ექს მაღალჩინოსანი მოსამართლემ 10 წლით ციხეში გაუშვა - რა იქნება შემდეგ?
ოქროს ზოდები, რომელიც მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის დროს ამოიღეს, რომეო მიქაუტაძეს ეკუთვნოდა. მისი იყო ნიკოლოზის დროინდელი ოქროს მონეტებიც. ეს დღეს პროკურორმა დაადსტურა. ოქროს ფული და მილიონებით ლარის ქონება - მოსამართლე გალუსტაშვილმა რომეო მუქაუტაძის ოჯახს ჩამოართვა. "ქართული ოცნების" ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქონების კონფისკაციასთან ერთად ციხეში 10 წლით გაუშვეს.
სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დამნაშავედ ცნო, როგორც უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ნაწილში, ისე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. მიქაუტაძეს მისი თანამდებობიდან მისი ბიზნესის ლობირებაში ედავებიან. ყოფილი მაღალჩინოსანი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან რუსთავის მე-12 ციხეში ტელეეთერით გაიგო სასამართლოს ვერდიქტი.
რომეო მიქაუტაძეს მისი სურვილის მიუხედავად არ გაუფორმეს საპროცესო გარიგება. არადა მან პროკურატურას ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებაც მისცა და თქვა, რომ დანაშუალსაც აღიარებდა. პროკურატურამ მისი ნათქვამი გულწრფელ აღიარებად არ ჩათვალა. რა იქნება ახლა - სავარაუდოდ საუბარი პროკურატურასთან საპროცესო გარიგებაზე შემდგ ისტანციაში გაგრძელდება, თუმცა მანამდე მიქაუტაძეს სხვების წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების დადასტურება სასამართლოში მოუწევს.
"ოცნების" წევრები პროკურატურასთან ერთად ერთ ხმაში აღიარებას საპროცესოსთვის თვეები ითხოვდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ეს ყველას დაავიწყდა. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს "მეოცნებეებს" უჭირთ. ახლა მთავარი კითხვაა ალაპარაკდება თუ არა ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი. საბოლოო სიტყვის დროს მიქაუტაძემ არ დამალა, რომ სათქმელი ბევრი აქვს, ღიად თქვა, რომ კლანებს შორის დაპირისპირებას შეეწირა და ვინმე ვანიჩნკა, ოდიოზური პირი, რომლის შესახებაც ყველამ იცის, ხმამაღლა დაასახელა.