"მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის" - შალვა პაპუაშვილი

17.03.26 15:25
"მნიშვნელოვანია,  ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის" - შალვა პაპუაშვილი

 

 

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის" - ამის შესახებ "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მისულმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სამედიცინო ჩარევით შესაძლებელი გახდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გამოსწორება.

რა თქმა უნდა, დეტალურ ინფორმაციებს ექიმები მოგაწვდიან, მე ამ საკითხზე ვერ გეტყვით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. ახლა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ყველა ვიდგეთ ერთად, ვილოცოთ მისთვის. ექიმები განიხილავენ საკითხებს რა როგორ უნდა გადაწყდეს, ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც, ჯანდაცვის სამინისტროც, თითოეული ექიმი, რომელიც ამით არის დაკავებული და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სამედიცინო ჩარევით შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გამოსწორება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია.