ეუთოს დასკვნა და "ოცნების" რეაქცია - სუსი გამოკითხვაზე უფლებადამცველებს იბარებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უფლებადამცველების მიმართ ინტერესი გააძლიერა. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სუსი სავარაუდოდ იკვლევს, რა ინფორმაცია მიაწოდა ყოფილმა სახალხო დამცველმა ეუთოს ექსპერტს.
უჩა ნანუაშვილი მოწმის სტატუსით არის დაბარებული, თუმცა უწყებაში მისვლაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.
მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ივანიშვილის პარტიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასკვნის ავტორი გააკრიტიკეს. პოლონელი ექსპერტი კი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ანგარიში მაღალი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მომზადდა.
მისივე თქმით, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ექსპერტთა მისიის დაკომპლექტებისას საკუთარი კანდიდატი წარედგინა და საკუთარი პოზიციები დაეცვა, თუმცა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს. ახლა კი, მისი შეფასებით, ხელისუფლებას უჭირს ამ გადაწყვეტილების განმარტება და პასუხისმგებლობას ექსპერტზე აკისრებს.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.