"საქართველოში არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია" - გზავნილები ბრიუსელიდან
ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი ბენჟამინ ჰადადი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს უღალატა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან ჩამოშორება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
ჰადადმა ეს განცხადება იმ დროს გააკეთა, როცა ევროპული საბჭოს ფარგლებში მინისტრები უკრაინის შესაძლო წევრობაზე მსჯელობდნენ, მაშინ როდესაც საქართველო ამ პროცესის მიღმა რჩება.
ფრანგი მინისტრის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს ევროპულ გზაზე დაბრუნება, მას ზუსტად ესმის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი. მსგავსი გზავნილები „ქართულმა ოცნებამ“ საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც მიიღო.
საფრანგეთი და გერმანია, როგორც ვაიმარის სამკუთხედის წევრი და ევროკავშირში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნები, პირდაპირ მიუთითებენ, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიული სტანდარტები დარღვეულია, არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და შეზღუდულია თავისუფლებები.
ევროპელი პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიების შეწყვეტა და დემოკრატიულ პროცესებზე დაბრუნება აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზის აღსადგენად. მათი შეფასებით, არსებული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.