მოსკოვის შეთავაზება “ოცნებას“: მზად ვართ, სახალისო სპორტული თამაშისთვის

19.03.26 13:59
მოსკოვის შეთავაზება “ოცნებას“: მზად ვართ, სახალისო სპორტული თამაშისთვის

“ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, მოსკოვიდან ახალი პოლიტიკური გზავნილი მიიღო.

“მზად ვართ სახალისო სპორტული თამაშისთვის“ - ასე უპასუხა პუტინის მთავარმა პროპაგანდისტმა მარია ზახაროვამ, ნიკოლოზ მჟავანაძის დასმულ კითხვას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ საქართველოში მომრავლებულია იმ მოქალაქეების და პოლიტიკოსების რიცხვი, ვინც მხარს უჭერსს დამპყრობელთან ურთიერთობების აღდგენას.

ზახაროვას თქმით, მოსკოვს თბილისისგან კონკრეტული ნაბიჯების დანახვა უნდა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის გადაწყვეტილება თბილისის მისაღებია.

თუმცა, ამასთანავე, ურთიერთობა ნამდვილად შეწყდა. ვფიქრობ, ეს ისტორია ძალიან კარგად იცით. არ შეგახსენებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, აღვნიშნავ, რომ ეს გაწყვეტა რუსეთის ინიციატივით არ მომხდარა. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში აღდგენას იწყებს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები - კონკრეტული შედეგებით.

ვხედავთ, როგორ აცხადებს ამჟამინდელი ხელისუფლება მისწრაფების შესახებ, იხელმძღვანელოს ქართველი ხალხის ნებით. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა მენახა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. თუმცა, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხში ბურთი არაა ჩვენს მხარეს, მაგრამ მზად ვართ ამ კარგი, საინტერესო, სახალისო სპორტული თამაშისთვის." - თქვა ზახაროვამ.