"ივანიშვილის რეჟიმის პირობებში დემოკრატია თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაშია" - სანდრო ბარამიძე

20.03.26 15:41
"ივანიშვილის რეჟიმის პირობებში დემოკრატია თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაშია" - სანდრო ბარამიძე

"ივანიშვილის რეჟიმის პირობებში დემოკრატია თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაშია" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ განაცხადა. 

სანდრო ბარამიძე Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ერთ წელიწადში საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა, რაც ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდი ვარდნაა. 

მისი თქმით, "მომავალ წელს კიდევ უარესი მაჩვენებელი იქნება იმიტომ, რომ 2025 წლის ანგარიშში არ შევიდა ახალი დრაკონული კანონები".

ბოლო ორი წლის განმავლობაში დემოკრატიის ინდექსმა დაიწია 7 პუნქტით, ხოლო 2018 წლის მერე უკვე 13 პუნქტით. გამოდის, რომ დემოკრატია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში უბრალოდ თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაშია. მომავალ წელს კიდევ უარესი მაჩვენებელი იქნება იმიტომ, რომ 2025 წლის ანგარიშში არ შევიდა ის დრაკონული კანონები, კრიმინალიზაცია ფაქტიურად NGO-ების საქმიანობის, ასევე თუ არ მაღიარებ მაშინ დაგიჭერო, ესენი არ შევიდა აქ და მომავალი წლის ანგარიშში ესენიც შევა, მომავალი წლის ანგარიშში შევა პარტიებსაც თუ აკრძალავს საკონსტიტუციო სასამართლო და ასე იზამს, ცხადია, მაშინ უბრალოდ პოლიტიკური პრილარიზმი იქნება ნულის ტოლფასი და ბევრი სხვა მიმართულებით მომავალში კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა. ეს არის დემოკრატიის განადგურების პროცესი, რასაც ახლა ჩვენ  ვადევნებთ თვალს ამ ქვეყანაში," - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.