რადიო თავისუფლება: ილია II-ის დაკრძალვაზე პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი იმყოფება

22.03.26 13:51
რადიო თავისუფლება: ილია II-ის დაკრძალვაზე პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი იმყოფება

სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის დაკრძალვას რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი ესწრება.

დილის წირვის შემდეგ ტაძარში წესის აგების მსახურება მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი აღავლენს. პირდაპირი ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ შვიდკოი ადგილზე იმყოფება.

წყარო: რადიო თავისუფლება