ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

23.03.26 12:52
ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს.

ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

ევროკავშირის წარმომადგებლობა თანამშრომლობისთვის იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იწვევს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ამზადებს 2026 წლის წლიურ ანგარიშს საქართველოს შესახებ.
ევროკავშირი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, მიიღონ მონაწილეობა წერილობითი მასალების მოწოდების მეშვეობით. 
წერილობითი მასალები 2026 წლის 14 აპრილამდე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].
გარდა ამისა, გაიმართება საჯარო კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. მონაწილეობის მისაღებად, მოგვწერეთ ამავე ელ-ფოსტის მისამართზე 2026 წლის 25 მარტამდე, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ მომზადებული ანგარიში ზუსტად იმ პერიოდს ასახავს, რა დროსაც ქვეყანაში განსხვავებულია ზრსი და თავისუფალი სიტყვის გამოხატვა საერთოდ აიკრძალა ქვეყანში. შესაბამისად, გეგმავენ დეტალური იფნორმაცია მიაწოდონ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

საია ყოველთვის აფასებს იმ ტიპის კანონმდებლობას ანალიტიკურად, რომელიც ქვეყანაში ეხება დემორკატიას თუ ადამიანის უფლებების სხვადასხვა საკითხს. ამასთან მიმართებაში არაერთი შეფასება საჯაროდ გვაქვს გამოქვეყნებული და გავაგრძელებთ პოზიციონირებას. ამ პერიოდში არაერთი ცვლილება მოხდა ქვეყანაში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის საოპერაციო სივრცის კიდევ უფრო შეზღუდვის თვალსაზრისით, გამკაცრდა ის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მანამდეც მკაცრი იყო და ქმნიდა ისთ კლიმატს, სადაც ადამიანის უფლებების დამცველები თუ სხვა ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უკვე რთული იყო მუშაობა, თუმცა, ეს ყველაფერი სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც 4 მარტს მიღებულ იქნა ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში და ეს ყველაფერი აისახება ამ ანგარიშში - განაცხადა საიას თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა.

შეხვედრაში მონაწილეობას აპირებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე.

მისი თქმით, “ეს შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი“.

ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი, ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ნებისმიერ აქედან წასული, განცხადება იქნება, მოსაზრება თუ ზოგადად შეფასება, მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რასაკვირველია, ევროკავშირი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საზოგადოების აზრს და მის შეფასებას, თუ როგორ ვითარდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ ამ პროცესში მონაწილეობას, გვინდა, მაქსიმალურად ჩვაერთოთ ამ პროცესის შეფასებაში, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან, უკვე უკიდურესად დაშორებულია რეალობას, ყოველდღიოურად ჩვენ ბკარგავთ ამ პერსპექტივას, “ქართული ოცნების“ გამო და ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად რეალურად ავსახოთ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობა, - ამბობს გიგი გიგიაძე.

მსგავსი სიახლეები