საგარეო: მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან შეხვედრა გამართა.
უწყების თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.
„ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.