ელენე ხოშტარიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი დღეს, 24 მარტს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. განაჩენს გიორგი არევაძე გამოაცხადებს.
ელენე ხოშტარია საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის არც ერთ სხდომას არ დასწრებია. დაცვის მხარეს არც დასკვნითი სიტყვის უფლებით უსარგებლია.
დაკავებული პოლიტიკოსი არც დღევანდელ სხდომაზე აპირებს გამოცხადებას. პოლიტიკოსს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.