ელენე ხოშტარიას ადვოკატის პირველი კომენტარი
გადაწყვეტილება სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია, - ასე აფასებს ელენე ხოშტარიას ადვოკატი, ელენე მაღლაკელიძე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
მისივე შეფასებით, ეს განაჩენი მხოლოდ ელენე ხოშტარიას არ ეხება.
“ელენე ხოშტარია თავიდანვე არ აღიარებდა ამ სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია. მიუხედავად არსებული ვითარებისა, მაინც არ მეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიცია იყო და მან აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ცალსახად არ ეხება ელენე ხოშტარიას და მის ბედს, ასევე, მისი 4 შვილის უდედოდ დატოვების საკითხს, ეს ეხება სრულიად საზოგადოებას. დღეს სისტემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ ექცევა ის კრიტიკულ ხმებს”, - განაცხადა მაღლაკელიძემ.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.