ზურაბიშვილი "ოცნებას": როგორ გეშინიათ!
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ელენე ხოშტარიასთვის, გამოტანილ განაჩენს "ქართული ოცნების" შიშს უკავშირებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, წარწერა პლაკატზე აზრის გამოხატვის ფორმაა.
ელენე ხოშტარიას ერთი წელი და ექვსი თვე არაფრისთვის... წარწერისთვის პლაკატზე, რაც მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივ აზრის გამოხატვის ფორმაა! როგორ გეშინიათ!", - წელს სალომე ზურაბიშვილი.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.