ALDE ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი სასამართლოს მიერ საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ - წერია განცხადებაში.
„ვგმობთ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ 1.5-წლიან განაჩენს, რაც სრულიად არაპროპორციულია მის დანაშაულთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამოყენებასა და საქართველოსთვის პროევროპული მომავლისკენ სწრაფვას წარმოადგენს. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ და მისი და სხვა დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნას მოვითხოვთ. ასევე, მოვითხოვთ დამატებითი მიზნობრივი სანქციების დაწესებას. ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.