ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ! - ბარონი ჯორჯ ფოლკსი
გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, ბარონი ჯორჯ ფოლკსი "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და მას უკანონოს უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ბარონი ჯორჯ ფოლკსი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ოპოზიცონერი ქალი.
„მტკიცედ ვუჭერ მხარს ელენეს და მოვუწოდებ ხელისუფლებას საქართველოში, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი, რადგან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მისი დაკავება უკანონოა“, - წერს ბარონი ჯორჯ ფოლკსი სოციალურ ქსელში.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.