პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიტიკოსს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიტიკოსს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს — ელენე ხოშტარიას სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. სასამართლოს შეეძლო უფრო მსუბუქი სანქციის, მათ შორის ჯარიმის გამოყენება, თუმცა საბოლოოდ პატიმრობა აირჩია.
საქმე ეხება კახი კალაძის ფოტოზე ფლომასტრით გაკეთებულ წარწერას „რუსული ოცნება“, რის გამოც ხოშტარია უკვე მსჯავრდებულია. იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქალთა კოლონიიდან გამოეხმაურა.
ოპოზიციური სპექტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირუბლად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი ოპოზიციის მისამართით — მათი თქმით, კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.