თინა ბოკუჩავა: შეხვედრებზე, რომლებსაც "ოცნება" ამერიკელებთან მართავს, საუბრის 80% ამას ეხება, რომ რაღაცნაირად ივანიშვილის ფული იქნებ გამოვიხსნათ

25.03.26 22:11
თინა ბოკუჩავა: შეხვედრებზე, რომლებსაც "ოცნება" ამერიკელებთან მართავს, საუბრის 80% ამას ეხება, რომ რაღაცნაირად ივანიშვილის ფული იქნებ გამოვიხსნათ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრებზე, რომლებსაც "ქართული ოცნება" ამერიკელებთან მართავს, საუბრის 80% ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას შეეხება - "რომ რაღაცნაირად ივანიშვილის ფული იქნებ გამოვიხსნათ". 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ირაკლი კობახიძემ კარად იცის, რომ მისი "სკამი ივანიშვილის მილიარდზეა ჩამოკიდებული" და თუ ამერიკელებისგან დაწესებული სანქცია არ მოიხსნება, კობახიძე ამ სკამს დაკარგავს და დაკარგავს პრივილეგიებსაც. 

არავინ არ დაუშვებს იმას, რომ ამ მოცემულობაში ივანიშვილმა გაიმეოროს ის, რაც არაერთხელ გაუკეთებია, როდესაც ის მუდმივად ვაჭრობდა ადამიანებით, ადამიანების თავისუფლებით და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ბედით იმიტომ, რომ დღეს სხვა მოცემულობაა, დრეს რეგიონშიც სხვა მოცემულობაა - რუსეთს აღიქვამენ უკვე იმ მოთამაშედ, რაც არის, როგორც ტერორისტული რეჟიმი, რომელიც რეალურად პროაქტიულად უკრაინაში შეჭრით არღვევს მსოფლიო წესრიგს და იმპერიალისტურ მისწრაფებებს ავლენს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, რაც გააკეთა 2008 წელს, არამედ უკრაინასთან მიმართებაში და რეალურად, აშშ, როდესაც მოქმედებს სირიაში, თუ ვენესუელაში, თუ ირანში, იქ ყველგან ამას აკეთებს, მათ შორის ირიბად არა მხოლოდ ამ რეჟიმების წინააღმდეგ, არამედ რუსეთის დასასუსტებლად და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ის რეჟიმი, რომელიც ღიად რუსეთთან თანამშრომლობს და ეხმარება მას, მათ შორის სანქციების თავიდან არიდებაში და ბევრი სხვა თვალსაზრისით არის მაშველი რგოლი და გამტარი რუსული ინტერესების საქართველოში და ამისთვის ჰყავს, სხვათა შორის, სანქცირებული ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს ივანიშვილი, რომ ის რუსულ ინტერესებს ატარებს ჩვენ ქვეყანაში და ეს სანქციები, მართალია, წინა ადმინისტრაციის დროს დაწესდა, მაგრამ არ შეცვლილა არც ამ ადმინისტრაციის დროს. 

დამერწმუნეთ, ეს პირდაპირ ამერიკელებისგან ვიცი, რომ იმ შეხვედრებზე, რომლებსაც ესენი ["ქართული ოცნება"] მართავენ მათთან [ამერიკელებთან] ერთადერთი ამ საკითხზე საუბრობენ, 80% მათი საუბრის ამას ეხება, რომ რაღაცნაირად ივანიშვილის ფული იქნებ გამოვიხსნათ. რატომ? - იმიტომ, რომ იცის კობახიძემ მისი სკამი პირდაპირი მნიშვნელობით ჩამოკიდებულია ივანიშვილის მილიარდზე, თუ ის სანქცია ამერიკელებისგან არ მოიხსნება, ის ამ სკამს დაკარგავს და დაკარგავს პრივილეგიებს და უამრავი სხვა ადამიანი, რომელიც მასზეა მიბმული," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.