NATO-ს ანგარიში: 2024-ის არჩევნების შემდეგ გადაიხედა NATO-საქართველოს თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი

26.03.26 16:01
NATO-ს ანგარიში: 2024-ის არჩევნების შემდეგ გადაიხედა NATO-საქართველოს თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. 

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა.

მოკავშირეებმა ასევე განიხილეს NATO-ს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით.

აღნიშნულის შედეგად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა.

ამავდროულად, წინ წავიდა თავდაცვის თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რასაც ხელი შეუწყო მაისში ჩატარებულმა წარმატებულმა NATO-საქართველოს წვრთნებმა. თბილისში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს," - წერია მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.