ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია - ჩანაწერი გენერალური მდივნის ანგარიშში
76 გვერდიან დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერს მხოლოდ ერთხელ ვხვდებით. ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა პირველად ოფიციალურ ანგარიშში თქვა, რომ ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება 2024 წლის არჩევნების და შემდგომი მოვლენების გამო გაჩერებულია. ეს სათქმელი აქვს ნატოს გენერალურ მდივანს ანგარიშში, რომელიც 2025 წლის ნატოს სტრატეგიას აჯამებს.
რას ნიშნავს ოფიციალურ წლიურ ანგარიშში საქართველოს ამ ჩანაწერით მოხვედრა. დოკუმენტის გამოქვეყენბის შემდეგ, ნატოს გენმდივანმა მედიის კითხვებს უპასუხა. დაისვა კითხვა საქართველოზეც. მარკ რუტემ ამბობს, რომ ის რაც ახლა საქართველოში ხდება შეუსაბამოა ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალთან.
ნატოს პირველი პირის დოკუემტნში, საქართველო რომელიც ფორმალურად დღემდე ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა და ნატოში გაწევრიანება კონსტიტუციაში უწერია, მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში მოიაზრება იმ ორ მეზობელ ქვეყანასთან ერთად, რომელსაც ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადი გაკეთებული საერთოდ არ აქვთ. ეს კი ქვეყენის ცალსახა დაქვეითებაა. ამ ეტაპისთვის ნატო მხოლოდ ქართული ჯარის დახმარებისთვისაა მზად. პოლიტიკური თანამშრომლობა შეჩერებულია.