ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში დიქტატორების ფოტოების ფონზე ივანიშვილზე ილაპარაკეს

26.03.26 20:39
ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში დიქტატორების ფოტოების ფონზე ივანიშვილზე ილაპარაკეს

ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში დიქტატორების ფოტოების ფონზე ივანიშვილზე ილაპარაკეს. კონგრესში "ქართული ოცნების" გეოპოლიტიკური არჩევანი კითხვებს აღარ იწვევს - ირანთან და ჩინეთთან ოცნების ლიდერების სიახლოვე, ოფიციალური ვიზიტები და ურთიერთობების გაღრმავება შტატებისთვის პრობლემაა. რესპუბლიკელი კონგრესმენი სიტყვით გამოსვლის დროს იხსენებს ფაქტებს და ამბობს, რომ ივანიშვილის პარტია ქართველი ხალხის ინტერესს არ გამოხატავს.

ივანიშვილისთვის შენარჩუნებული სანქციების და გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოდის, თუმცა ოცნების ლიდერებს არ ხვდება. პიტერ ანდრეოლი თბილისს ისე დატოვებს, რომ არც პრემიერ კობახიძეს გაესაუბრება და არც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სასაუბრო თემები და ინტერესები ერთმანეთს დიდი ხანია ერთმანეთს ასცდა. ივანიშვილს დიდი ხანია მხოლოდ პირადი ფინანსური მდგომარეობა აინტერესებს.

რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი