ჩინეთი თუ ამერიკა? - "ოცნება" გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე
ანაკლიის პორტი შტატების ინტერესებში რჩება - სპეციალისტების თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკულმა დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი პორტებით დაიწყო და შეხვედრებს ეკონომიკურ სექტორთან მართავს. პიტერ ანდრეოლიმ პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი წესით უკვე აშენებული უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთისთვის ანაკლიაში ნავსადგური სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამერიკულ ინტერესთან ერთად ჩინურიც ვერ იდგება.
საელჩოში ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას ოპოზიციისთვისაც ცხადი გახდა, რომ ტრამპი შავ ზღვაზე გეოპოლიტიკურ ინტერესს არ კარგავს. ანაკლიის პორტს შეუძლია გააძლიეროს საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, მაგრამ ამისთვის ქართული ოცნების პოლიტიკური ნებაა საჭირო.
თითქმის 2 წელია პროცესი გაყინულია, ტრამპოს მიერ სანქცირებული ჩინური კომპანია ქართული ოცნებამ სწორედ 2024 წელს გამოაცხადა ანაკლიის პროექტში გამარჯვებულად და თქვა, რომ მალე ხელშეკრულებასაც გააფორმებდა. ახლა 2026 წელია და არაფერი შეცვლილა. წესით მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაში უნდა იყოს, მაგრამ პროექტი ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებების ეტაპზეა გაჭედილი.
ოცნება გვპირდება, რომ 2029 წელს ანაკლიის პორტი პირველ გემთან ერთად 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. მაგრამ როგორ? სპეციალისტები გვიხსნიან, რომ ეს შეუძლებელია.