კახი კალაძე არის ძალიან პატარა კაცუნა - ბაია პატარაია

26.03.26 21:08
კახი კალაძე არის ძალიან პატარა კაცუნა - ბაია პატარაია

ორგანიზაცია “საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე პასუხისმგებლობა კახი კალაძეს ეკისრება, რადგან მისი თქმით, მას სიტყვა ეთქმოდა და შეეძლო საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა ეს არ გააკეთა.

პატარაიას თქმით, “დღეს საქართველოს, დიდი გმირების, ისტორიის სამშობლოს მართავენ პატარა კაცუნები, ივანიშვილით დაწყებული, კალაძით და სხვებით დამთავრებული, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ყველაფერ ქართულს“.

ეს არის არაკაცური საქციელი, ცდილობს კახი კალაძე ამდენი ხანია, თავი აარიდოს პირად პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს იყო მისი პოსტერი, მისი წინასაარჩევნო კამპანია, მას ეთქმოდა სიტყვა და შეეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ისიც არის ძალიან პატარა კაცუნა. დღეს საქართველოს, დიდი გმირების, ისტორისს სამშობლოს მართავენ პატარა კაცუნები, ივანიშვილისთ დაწყებული, კალაძით და სხვებით დამთავრებული, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ყველაფერ ქართულს,  ყველანაირ ტრადიციას, ჩადიან ისეთ რაღაცებს, რომელიც ისტორიასაც არ ახსოვს და ამ ყველაფერს სჩადიან ქართველი ქალების წინააღმდეგ, რადგან ვერ ეგუებიან ქართველი ქალების ბრძოლას, ყველაფერთან მოდიან წინააღმდეგობაში და ამას ყველა ხედავს - განაცხადა პატარაიამ.

ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: "რუსული ოცნება". ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.