ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წასვლა და პატიმრების გათავისუფლება - ირაკლი კუპრაძე
ივანიშვილს მოუწევს პატიმრების გათავისუფლება, იმდენად მძიმე კრიზისშია, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი კურპაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
კუპრაძე დარწმუნებულია, რომ “ივანიშვილს მალე დაუდგება გადარჩენისთვის ბრძოლა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოუწევს დათმობებზე წასვლა.“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმ მიზეზსაც ასახელებს, რის გამოც “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი დათმობებზე წავა.
მე არ ველოდები რომ ივანიშვილი გაკეთილშობილდება, მის ბუნებაში ეს არ დევს, მის ბუნებაში დევს ძალიან მარტივი მოცემულობა, რომ ის უნდა გადარჩეს. მას ძალიან მალე დაუდგება გადარჩენისთვის ბრძოლა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოუწევს დათმობებზე წასვლა. ეს იქნება რადიკალური დათმობები, რომელიც ივანიშვილს სახლში გაუშვებს. ეს მოხდება “ქართული ოცნების“ ამომრჩევლების დაკარგვის ხარჯზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო არასწორი მოლოდინების შექმნა. ივანიშვილს მაშინ მოუწევს დათმობებზე წასვლა, როდესაც “ქართული ოცნების“ მხარდაჭერებს გამოაცლი, კიდევ უფრო უმცირესობაში დატოვება, სწორედ ესაა გამოსავალი, - ამბობს კუპრაძე.