ბრიტანელი პარლამენტარები "ოცნების" დასანქცირებას ითხოვენ - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

27.03.26 20:15
ბრიტანელი პარლამენტარები "ოცნების" დასანქცირებას ითხოვენ - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ქვეყნის მთავრობისგან საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირების გაგრძელებას ითხოვს.

ვრცელ ანგარიშში ბრიტანელი კანონმდებლები „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას მიმოიხილავენ და საქართველოს დეზინფორმაციული ომის ერთ-ერთ ეპიცენტრად ასახელებენ, რომელიც, მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რუსული მოდელით იმართება.

დოკუმენტი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოამზადა. ანგარიში ეყრდნობა საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტებს, რომელთა მნიშვნელობას, ავტორების თქმით, ქართული ხელისუფლება სისტემატურად აკნინებს. მათ შორის არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, ეუთოს ანგარიშები და ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნები.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ არაერთხელ უგულებელყო საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები და პრაქტიკულად უარი თქვა დასავლეთთან სრულფასოვან თანამშრომლობაზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დასავლეთი მკაფიოდ ასხვავებს ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას. ევროპულ პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესები დიდი ხანია აცდენილია ეროვნულ ინტერესებს.

ამავე კონტექსტში საუბარია ევროპარლამენტში ინიცირებულ 305 შესწორებაზეც, სადაც ევროპელი დეპუტატები მმართველი გუნდის პოლიტიკას რუსულ კურსად აფასებენ. ანგარიშში ასევე გამოთქმულია ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის ყულევის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შესაძლოა ხელს უწყობდეს რუსეთისა და ირანისთვის სანქციების გვერდის ავლას.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.