დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება

28.03.26 13:49
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება

საქართველოს შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა კომიტეტში მომზადებულ ვრცელ ანგარიშზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება.

დღეს ზვიად შალამბერიძე ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ანგარიში ბევრ უზუსტობას და ძალიან ბევრ ტყუილს შეიცავს.

ასე რომ გავაგრძელოთ ეს ტყუილები, ბრიტანეთის ქვედა პალატის კომიტეტის წევრებს ნამეტანი პატარა ფეხები გამოუვათ - ამბობს შალამბერიძე. 

ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო კომიტეტი მოუწოდებს ხო? ეს არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის პარლამენტი მოუწოდებს.  მთლიანად ეს მოწოდება არის დაყრდნობილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც ძალიან ბევრ უზუსტობას და ძალიან ბევრ ტყუილს შეიცავს.  მათ შორის ერთი - თითქოს 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციამ 20%-ით მეტი მოიპოვა "ქართულ ოცნებაზე". - ტყუილი. მეორე - 2014 წელს ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გარკვეული ხმები მიიღეს, არცერთი არ შესულა პარლამენტში და დღეს ვხედავთ, რომ გახარიას გუნდი პარლამენტში ზის - ეს მეორე ტყუილი. მესამე ტყუილი - 2024 წლის შემდეგ თითქოს ჩინეთს გადეცა სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები. მეოთხე ტყუილი - თითქოს "ოცნებამ" შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ასე რომ გავაგრძელოთ ეს ტყუილები, ბრიტანეთის ქვედა პალატის კომიტეტის წევრებს ნამეტანი პატარა ფეხები გამოუვათ. 

ეს ანგარიში არის დაყრდნობილი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილსი ზღაპრებზე. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ახლაც საქართველოს პრეზიდენტად მოაქვს თავი. ახლაც დადის პრეზიდენტის სტანდარტით და შესაბამსიად, ის ყველაფერს აკეთებს, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე. 

  • დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში- სახელწოდებით: "დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას" - საქართველოც მოხვდა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ქვეყნის მთავრობისგან საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირების გაგრძელებას ითხოვს.

ვრცელ ანგარიშში ბრიტანელი კანონმდებლები „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას მიმოიხილავენ და საქართველოს დეზინფორმაციული ომის ერთ-ერთ ეპიცენტრად ასახელებენ, რომელიც, მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რუსული მოდელით იმართება.

დოკუმენტი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოამზადა.