ვინ უვრცელებდა ჭორებს პატრიარქის მდივან-რეფერენტს?
"მელაძის შაბათის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან 2021 წელს გამოჟონილ ათი ათასობით დოკუმენტში გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა იპოვა მასალები, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული ქმედებების დაგეგმვაზე მიუთითებს.
მოპოვებული ოპერატიული ცნობების თანახმად, კონკრეტული მღვდელმთავრების და თეთრუაშვილის გაშავებაში პირადად იყო ჩართული ნანა კაკაბაძე. პარალელურად ამავე ჩანაწერის თანახმად, კაკაბაძე თეთრუაშვილთან 40 წლის განმავლობაში "მეგობრიბდა" და მდივან-რეფერენტისგან საჩუქრებსაც იღებდა.
2021 წლის ჩანაწერების მიხედვით, უკანასკნელ პერიოდში, ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ, კულისებიდან აქტიურად დაიწყო პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ უკანასკნელის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან გარიგებაში დადანაშაულება.
სუსს თანამშრომელი ინფორმაციულ ცნობაში წერს, რომ გაშიფრული აქვს ნანა კაკაბაძის საუბრის ჩანაწერები. ფაილების თანახმად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეკავს არაერთ პირთან და უყვება, რომ საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი ქალი - შორენა თეთრუაშვილი "ორმაგი აგენტია".
კრებსების მიხედვით, ნანა კაკაბაძე შორენა თეთრუაშვილს მაშინ გადაეკიდა, როცა გაიგო, რომ პატრიარქს ტელეფონით ქვეყნიდან წასულმა მესამე პრეზიდენტმა დაურეკა.
სუსის ფაილების თანახმად, დიკსრედიტაციის ოპერაცია სამ მიმართულებას მოიცავდა: კომპრომატების მოგროვება თეთრუაშვილის წინააღმდეგ, სამთავრობო მედიების გამოყენება და სტატიების გამოქვეყნება, ასევე ჭორების გავრცელება.