სუსის ფაილები: ივანიშვილი ილია II-ს გადადგომას მის სიცოცხლეშივე სთხოვდა

28.03.26 20:43
სუსის ფაილები: ივანიშვილი ილია II-ს გადადგომას მის სიცოცხლეშივე სთხოვდა

"ქართული ოცნების" დამფუძებელი, ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გადადგომას მის სიციცხლეშივე სთხოვდა. 

სუს-იდან გამოჟონილი ფაილების თანხმად, შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. "შაბათის ეთერის" მიერ 2021 წელს მოპოვებული კრებსების მიხედვით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა ილია II-ს ურჩია, რომ ივანიშვილთან კომუნიკაციის აუდიოფიქსაცია მომხდარიყო. სუს-ის ფაილების მიხედვით, ამ შეთავაზებს ივანიშვილი არ დათანხმა და საპატრიარქო დატოვა: 

ამასთან, აკაკი ნემსაძის ოპერატიული ცნობიდან ირკვევა, რომ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან საუბრისას უარყოფითად აფასებდა ტელეკომპანია „ტვ პირველზე“ გასულ ინტერვიუს, სადაც სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა ღიად ისაუბრა „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებულ დეტალებზე.

"ინტერვიუდან გამომდინარე ნ.კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ი.გოგაშვილი მოქმედებს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რომელსაც სურს სრული გავლენის მოპოვება საპატრიარქოში. აღნიშნული მოსაზრების არგუმენტად უფლებადამცველი იხსენებს ფაქტს, როდესაც წარსულში პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა პატრიარქს და სთხოვა გადამდგარიყო, რათა შესუსტებულიყო შ.თეთრუაშვილის გავლენები და ეს უკანასკნელი ჩამოშორებოდა საპატრიარქოს არაფორმალურ მმართველობას. ნ.კაკაბაძე ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ შ.თეთრუაშვილის კარნახით შესთავაზა პატრიარქმა ბ.ივანიშვილს ხსენებული საუბრის აუდიოფიქსაცია, რათა ისტორიას დარჩენოდა მათი დიალოგი, თუმცა ბ.ივანიშვილმა უარი განაცხადა და დატოვა შეხვედრა. მისივე თქმით, თავად შ.თეთრუაშვილსაც ცუდი დამოკიდებულება აქვს ბ.ივანიშვილის მიმართ და უფლებადამცველთან პირად საუბრებში იგი ხშირად მოუხსენიებია უარყოფითი სიტყვებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ.კაკაბაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ მოიშორა ბ.ივანიშვილმა შ.თეთრუაშვილთან ალიანსში მყოფი ი.გოგაშვილი, რომელიც ახლა „ტვ პირველთან“ შემდგარი ინტერვიუს გზით ცდილობს მმართველ გუნდს დაანახოს, რომ თუ მას შეეხებიან ალაპარაკდება და სააშკარაოზე გამოიტანს უამრავ რამეს"- წერია ინფორმაციულ ცნობაში.