კობახიძის სკანდალური განცხადება - ლელო გამოძიების დაწყებას ითხოვს
„ლელო“ გენერალურ პროკურორს მიმართავს, ირაკლი კობახიძის მიერ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, დაუყოვნებლივ გამოძიება დაიწყოს
ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება", - ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში.
მათივე თქმით, გამოძიებაზე უარის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთის და დაძაბულობის შემოიტანა.
ასევე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს“, - ნათქვამია მიმართვაში.