კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა.
ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს.
"შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზეა აყვანილი და მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. ისაუბრეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.