მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პენიტენციური სამსახური კომენტარს აკეთებს
იუსტიციის სამინსიტროს პენტინციური სამსახური განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
უწყების ინფორმაციით, სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 ციხის ექიმების დახმარება დასჭირდა.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულს მყისიერად გაეწია პირველადი დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო მანიპულაცია (მათ შორის რენტგენოგრაფია), თუმცა კვლევის შედეგად დაზიანება არ დაფიქსირებულა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლინმა გაავრცელა.
მიშამ გუშინ გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება.
თბილისიდან სასწრაფოდ გამოიძახეს პენიტენციურის ექიმები. 2021 წლიდან რამდენიმე ქრონიკული დაავადება რაც სავარაუდოდ იყო ამ ამბის მიზეზიც" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.