შეიძლება, შეგნებულად არის გაკეთებული - ბოჟაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე
მე ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, ჩაერიოს ჩვენი ეკლესიის შიდა საქმეებში - ეს რუსეთი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა, ლადო ბოჟაძემ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე "პირველების" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. რაც შეეხება დაზვერვას, იქაც სიზუსტე არ არის - სწორი ინფორმაცია, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მიტროპოლიტი, რომელზეც არის საუბარი, მას საეკლესიო დებულებიდან გამომდინარე, კენჭისყრის უფლება საერთოდ არ აქვს.
ბოჟაძე ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას ისახავს მიზნად.
არ ვიცი, ვერ გეტყვით, ანუ ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას. არ მგონია ასე მარტივად იყოს საქმე, ვინმე ცდილობდეს ასე უდიერად მოეპყროს ჩვენს ეკლესიას, მითუმეტეს იცით, რომ უწმინდესი ბრძანდებოდა ჩვენი პატრიარქის დაკრძალვაზე. მას დიდი პატივისცემა აქვს ჩვენი ეკლესიის მიმართ", - აცხადებს "ოცნების" წევრი.
"ოცნების" წევრი არც იმას გამოირიცხავს, რომ აღნიშნული გაცნხადება შეგნებულად იქნას გამოქვეყნებული, რათა "ჩვენი ეკლესია ყურადღების ქვეშ მოექცეს".
შეიძლება შეგნებულად არის გაკეთებული, არც ამას გამოვრიცხავ საიმისოდ, რომ ჩვენი ეკლესია ყურადღების ქვეშ მოექცეს", - ამბობს ლადო ბოჟაძე.
- ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განცხადება გაავრცელა.
რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
СВР ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს - აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.
- უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. [კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა].